ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი და შესაძლებლობა ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად ქრება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებების თაობაზე „ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად ქრება“. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის Science Po-ს უნივერსიტეტისთვის სტუდენტებისთვის ვირტუალური მიმართვისას ისაუბრა.ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად მოთმინება ეწურება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ძალების მიერ მის ქვეყანაში ჩადენილი სისასტიკის მზარდი მტკიცებულებებია.

„ჩვენ მზად ვართ, ეს მოლაპარაკებები წარვმართოთ, სანამ გვიან არ არის. ყოველი ახალ ბუჩათი, ყოველი ახალი მარიუპოლით, ყოველი ახალი ქალაქით, სადაც ათეულობით გარდაცვლილი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველი ახალი სისასტიკით, ქრება მოლაპარაკებების სურვილი და შესაძლებლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წესით ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს