ანა ნაცვლიშვილი - ჯანდაცვა არ არის პრივილეგია, ან ხელისუფლების წყალობა ადამიანების მიმართ, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება

ჯანდაცვა არ არის პრივილეგია, ან ხელისუფლების წყალობა ადამიანების მიმართ. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს აღასრულოს როგორც ეს წერია კონსტიტუციაში და იმ საერთაშორისო დოკუმენტებში,

რომლის ხელმომწერიც საქართველოც არის. გამომდინარე ამ საკითხების აქტუალობიდან, ჩემი მიზანია დაგანახოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ყოველდღიურად დგებიან. მე ამ გამოწვევებს დავარქმევ ომს. ადამიანები ყოველდღიურად ომობენ, რომ თავი გადაირჩინონ,- ამ სიტყვებით მიმართა მინისტრ ზურაბ აზარაშვილს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს გამოყოფილი მილიარდი ლარის საკითხზე.

„პარლამენტს ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ვალდებულება ამაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების, მაგრამ არ განახორციელა იმიტომ, რომ დღეს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც საპარლამეტო კონტროლი უნდა განხორციელდეს არ არის საჯარო. თქვენს წინამორბედს რამდენჯერმე მივწერე და ვთხოვე, რომ კოვიდის საწინააღმდეგოდ შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის ოქმები, რომელიც თავის ბუნებით არ შეძლება იყოს დაფარული ინფორმაცია, მოეწოდებინათ. პასუხი არ მიმიღია. ამ დოკუმენტის არქონის პირობებში ტყუილია, რომ ვინმე ახორციელებს საჯარო ზედამხედველობას და კონტროლს მთავრობის საქმიანობაზე", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

დეპუტატის თქმით, სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია სიკვდილიანობის მაღალ სტატისტიკასა და სამინისტროს სტრატეგიაზე ვაქცინაციის პოპულარიზებისთვის.

„ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება არ ხდებოდა, არ ხდება და ეს აძლიერებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდის მართვა ხდებოდა არაეფექტურად და ეს ხდებოდა პარლამენტის ხელშეწყობით, იმიტომ, რომ არ მომხდარა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა ფსიქიატრიული პაციენტების და ზოგადად ამ საკითხთან არსებული სტიგმის დაძლევის საკითხს.

„მივესალმები რომ სამინისტროში არსებობს გუნდი და თუ სწორად გავიგე, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ხდება ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ მანამ სანამ ამ სტიგმას არ შევებრძოლებით ყველგან და არ შევებრძოლებით ყველა, ეს სტიგმა დაძლეული ვერ იქნება". დეპუტატმა თავის გამოსვლაში ისაუბრა დევნილებთან და ეკომიგრანტებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

„ზოგადი საუბარი იმაზე, რომ რაღაც პრიორიტეტებით მოხდება ამ ადამიანების დაკმაყოფილება, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები 30 წელია ამ პირობებში ცხოვრობენ. სანამ არ ითქმება თარიღი, როდესაც ყველა უნდა იყოს დაკმაყოფილებული, მანამდე წნეხი არ შეიქმნება მთავრობაზე. წნეხი არ შეიქმნება მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე და იმაზე, რომ მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს ქვეყანაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს