გიგა ბოკერია გვარამიას დაპატიმრებაზე - ეს ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის - არა ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ

ეს გაკეთდა ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირებისთვის, უიმედობის დასათესად და ვიმეორებ ამ განაცხადისთვის რომ „დიახ, ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ახლა არასწორი იქნება დისკუსიის დაყვანა იმაზე, „თუ ვის მოსწონს ნიკა გვარამია და ვის- არა“.

„ასეთ აბსურდულ საქმეზე ღია განაცხადით, რომ „პოლიტიკური დაკვეთაა და ამიტომ გიჭერთ“, არის გაგრძელება, რომ სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილი და მისი გარემოცვაა ძალაუფლებაში, ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით - არა თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისიტური, ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ. ეს გაკეთდა ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირებისთვის, უიმედობის დასათესად და ვიმეორებ ამ განაცხადისთვის, რომ „დიახ, ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ“.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ძალიან არასწორი იქნება ახლა ამ დისკუსიის დაყვანა იმაზე, თუ ვის მოსწონს გვარამია, ოპოზიციური მედია და ზოგადად ოპოზიცია და ვის - არა. თუ ხელისუფლებას შეუძლია, რომ ასეთ აბსურდულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ კერძო განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამისთვის დაიჭიროს ადამიანი, მას შეუძლია ყველაფერი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის არსი, რისკენაც წლებია ივანიშვილი და მისმა გარემოცვა მიდის და ბოლო პერიოდში სვლა დააჩქარა.

იკვეთება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომ საქართველოს ეს ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის, ანუ არა ევროპაში და ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ. ის აქაც იანუკოვიჩივით შეეცდება რაღაც ბუნდოვანების შენარჩუნებას - ეს არ იქნება მაშინვე ლუკაშენკოს რეჟიმი, რომ ყველა არხი აუცილებლად ზეგ დახუროს, მაგრამ ეს გზა აქამდე მიდის. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი შანსი ამ ქვეყნის სამშვიდობოს გასვლის და თავისუფალ, ღირსეულ ქვეყნად გახდომის - ეს ამ რეჟიმის დამარცხება, ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა და სწორ გზაზე დაყენებაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა