დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შსს-ს მიმართავს, ჟურნალისტ ქეთევან თუთბერიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება უზრუნველყოს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, ჟურნალისტ ქეთევან თუთბერიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება უზრუნველყოს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან დაზარალებული ქეთევან თუთბერიძის ინტერესებს იცავს.

„კრიტიკულ მედიაზე შეტევა გრძელდება, ამჯერად სამიზნე ტელევიზიის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გახდა, რომელსაც სასამართლომ 3 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საგანგაშოა, რომ უკანასკნელ პერიოდში მედიის წარმომადგენლების დევნა, მათთვის მტრული გარემოს შექმნა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ერთგვარ ნორმად იქცა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ დაზარალებული ჟურნალისტის ქეთევან თუთბერიძის ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იცავს. თუთბერიძის მიმართ 2021 წლის 24 დეკემბერს განხორციელებული პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მუხლით დაიწყო, თუმცა ჟურნალისტი ამ დრომდე არაა დაზარალებულად ცნობილი.

2021 წლის 24 დეკემბერს, მეტროსადგური „მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ქეთევან თუთბერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მასალას ამზადებდა, როდესაც ულტრამემარჯვენე აქტივისტმა და ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვარდოსანიძეს ამ ქმედებაში აქციის მონაწილეები აჰყვნენ და ჟურნალისტი წრეში მოაქციეს. ქეთევან თუთბერიძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ვეღარ შეძლო. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან უმოქმედობამ ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების მიმართ „კიბერბულინგი” წაახალისა. რასაც ასევე მოჰყვა ქეთევან თუთბერიძისთვის უცნობი პირების მხრიდან თუთბერიძის პროფესიული რეპუტაციის შემლახველი განცხადებები და კ.მორგოშიას და შ.მარტინენკოს შეურაცხმყოფელი ფეისბუქ პოსტებიც.

უკანასკნელ პერიოდში მედიის წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება ფაქტებზე, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ხელისუფლების უმოქმედობა მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ მოტივირებული დანაშაულების ჩადენას ახალისებს. გამოძიების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად წარმართვისათვის აუცილებელია სამართალწარმოების პროცესში დაზარალებული პირის კანონის შესაბამისად ჩართულობა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, უზრუნველყოს ქეთევან თუთბერიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა