ვანო მაჭავარიანი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებენ, ეს რომ „ოცნებისთვის“ ტრაგედიას არ წარმოადგენს, მესამე კლასელმაც იცის - შესაძლოა გადააბრალონ, რომ „ნაცებმა“ ჩაშალეს, პასუხისმგებლობას არასოდეს, არაფერზე იღებენ

თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს, მგონი, ეს მესამე კლასელმაც იცის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კრიტიკულ მედიას გადააბრალოს.

„თუ დააკვირდებით „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკას, ხან აშშ-ის ყოფილი ელჩია საქართველოს მტერი, ხან ევროპარლამენტარები „ნაცები“. რადგან სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრა გააუქმა, გამოაცხადეს, რომ ეგეც „ნაცი“ ხომ არ არის? ეს არის რაღაც პროვინციული პოლიტიკური შიზოფრენია, რომელიც საერთო ჯამში მათი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს მოსწონს. შესაძლებელია გადააბრალონ, რომ „ნაცებმა“ ჩაშალეს ეს თემა, კრიტიკულმა მედიამ ჩაშალა ეს თემა. თვითონ პასუხისმგებლობას არასოდეს არაფერზე არ იღებენ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ნეიტრალიტეტის თემამ თავისი შინაარსი ამოწურა და საქართველოს მოუწევს ჰქონდეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, რაც ოფიციალურად აქვს გაცხადებული ან რუსულ ორბიტაზე გადავა.

„ნეიტრალიტეტის თემამ თავისი შინაარსი ამოწურა. საუბარია იმაზე, ან ხარ ის, რაც გაცხადებული გაქვს ოფიციალურად და კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფება გაქვს განსაზღვრული, ან ამას რადიკალურად ცვლი და ფაქტობრივად გადადიხარ რუსულ ორბიტაზე, შუა აღარ არსებობს.

ამის გარშემო ცეკვა-თამაშია, რომ ჩვენ არ გვინდა ომი, არც უკრაინას არ უნდა ომი, შეეცადა ბოლო წუთამდე. ბატონი დერეკ შოლეს [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი] ომამდე გამოსვლებს თუ დააკვირდებით, მაქსიმალური მცდელობა იყო აღეწერა, როგორ ცდილობდნენ ჯო ბაიდენი და ევროკავშირის ლიდერები რუსეთი დაერწმუნებინათ, რომ არსებობს დიპლომატიური გზები და არ ღირდა საომარი მოქმედებებით ამის დამტკიცება, რომ რუსეთს ამ ტერიტორიებზე რაღაც ფორმით პრეტენზია აქვს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა