ნიკოლოზ სამხარაძე - ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან - თუ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა

ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ და არ აღსრულდეს განაჩენი, არ არიან საქართველოს მეგობრები, არ არიან სუვერენიტეტის და სამართლიანობის მხარდამჭერები,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ფონ კრამონს და ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირი" უწოდა.

მისი თქმით, თუ ისინი მიკერძოებულ განცხადებებს არ გააკეთებენ, არც ისინი უპასუხებენ კრიტიკით.

"როცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და შენ მოუწოდებ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დამნაშავეები არ დაისაჯონ, ეს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში სამართლიანობას. თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა. თუ მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაშინ ერთად ვიმუშაოთ", - განაცხადა სამხარაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს