ნუნუ მიცკევიჩი - განათლების სამინისტრო ვებსტერის უნივერსიტეტის უდიდესი გულშემატკივარია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნით საქართველოში ჩნდება სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი განათლება.

„ყველასთვის ემოციურია ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნა. განათლების სამინისტრო ამ პროექტის უდიდესი გულშემატკივარია. თავად მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი ულოცავს ამ დიდ წარმატებას ვებსტერის უნივერსიტეტს. მნიშვნელოვანია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის უდიდესი მხარდაჭერა, რომლის ბაზაზეც ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნა გახდა შესაძლებელი. პირველ რიგში კი ეს დღე მნიშვნელოვანია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვებსტერის უნივერსიტეტში სწავლას გადაწყვეტენ. მათ წარმატებას ვუსურვებთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყოველი ჩვენგანი მათ სამსახურში ვართ. მთავარია იყოს სივრცე, სადაც ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა ეს მიმართულება. უკვე აღარ ვართ ორიენტირებული უცხოელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდაზე, არამედ ორიენტირებულები ვართ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე და ამას ადასტურებს სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო აკრედიტაციებისა და იმ პროგრამების მხარდაჭერაზე, რომლებიც იძლევა ორი ან ერთობლივი დიპლომის მიღების შესაძლებლობას. ასევე, უნდა აღინიშნოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამოკიდებულება განათლების სივრცეში ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის სწავლების მიმართ. ამ მიმართულების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი სწორედ ჩვენი მასპინძელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ვებსტერის უნივერსიტეტს და წარმატებას ვუსურვებ მას, რა თქმა უნდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით,“ - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

საქართველოს კამპუსი ოფიციალურად ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტის, აშშ-ის საელჩოს და ამერიკის სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ასევე ხელი მოეწერა ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებას. ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა არის პირველი და ისტორიული ფაქტი, როდესაც საერთაშორისოდ აღიარებული საუნივერსიტეტო ქსელი ახალ ლოკაციად საქართველოს ირჩევს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება