რომან გოცირიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს - თქვენ ბრძანდებით მე-7 მინისტრი და მათგან ექვსის გვარი, არ მახსოვს - ისე მიდიან, მათი გასაკეთებელი საქმეები სხვების განსახორციელებელი ხდება, შეასრულებთ თუ არა იმ დაპირებებს, რაც აქ თქვით?

2020 წელს უნდა დამთავრებულიყო რიკოთის პროექტი - გისვამთ შეკითხვას: მართლა გვითხარით, რამდენი წლით გადააცილებთ იმ პროექტების შესრულებას რაც თქვენ თქვით? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისი თქმით, პროექტების ნაწილი, რომლის განხორციელებაც მომავალ წლებში არის დაგეგმილი, გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო.

„ბატონო ირაკლი, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ 2030 წელს შესრულდება წითელი ხიდი, სარფიო... იცით თუ არა, რომ ზუსტად ეს სიტყვები ჩვენ 2016 წელს მოვისმინეთ, პარლამენტში, ოღონდ ქუთაისში და უნდა დამთავრებულიყო 2020 წელს. გახსოვთ ეს? თუ არა და ახლა დოკუმენტებს ამოვიღებ, ხომ იცით „გუგლი“ ყველაფერს ინახავს. 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო რიკოთი. ახლა გისვამთ შეკითხვას - მართლა გვითხარით, რამდენი წლით გადააცილებთ ამ პროექტების შესრულებას: რიკოთს, ქვეშეთის შემოსასვლელ გზას და იმას, რაც თქვენ თქვით. შესრულდება თუ არა მართლა დროულად“, - მიმართა რომან გოცირიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ყველაზე მეტი მინისტრი ინფრასტრუქტურის სამინისტროში იცვლება და ისინი ისე მიდიან, რომ მათ გასაკეთებელი საქმეები უწყების სხვა ხელმძღვანელების გასაკეთებელი ხდება.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის ყოველი მეორე მინისტრი „ქართუდან“ არის და მინისტრს კითხვით მიმართა, რატომ უნდა იყოს „ქართუ“ და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთმანეთზე მიბმული.

„რა თაფლი აცხია „ქართუს“ ასეთი, რომ მაინცდამაინც ინფრასტრუქტურის მინისტრებს, ასე ვთქვათ, „ჩეკავს“?

თქვენ ბრძანდებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მე-7 მინისტრი. ამ შვიდიდან ექვსის გვარი სიმართლე გითხრათ, მე არ მახსოვს და არც ერთს არ ახსოვს. მინისტრობის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 1.5 წელიწადი. ისე მიდიან, რომ მერე მათი გასაკეთებელი საქმეები აი, ამ ტრიბუნაზე სხვა მინისტრების მიერ განსახორციელებელი ხდება. შეასრულებთ თუ არა იმ დაპირებებს, რაც ახლა აქ თქვენ თვით? მინდა, რომ გაიმეოროთ, რომ მერე რომ თქვენი შემდგომი მინისტრი მოვა, ეს ჩანაწერი ვაჩვენო: აი, როგორ ამბობდა ის ნომერი შვიდი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის გამოსვლას ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მხრიდან რეპლიკა მოყვა: “თქვენ აქა ხართ მუდმივად“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა