სერგო ჩიხლაძე - კობახიძე ცნობილია აგრესიული გამონათქვამებით, შეტევებით, როგორც პრეზიდენტის, ისე ოპოზიციის მიმართ - ღარიბაშვილი კი იაფასიანი ჭორაობით არის დაკავებული

კობახიძე ცნობილია თავისი აგრესიული გამონათქვამებით, შეტევებით, როგორც პრეზიდენტის, ისე ოპოზიციის მიმართ - დავალება აქვს, რომ ესკალაცია, რაც შეიძლება მაღალ დონეზე აიყვანოს“,- აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით.

როგორც ჩიხლაძე განმარტავს, კობახიძის განცხადებები ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრაციას.

„კობახიძე ცნობილია თავისი აგრესიული გამონათქვამებით, შეტევებით, როგორც პრეზიდენტის, ისე ოპოზიციის მიმართ, ქართულ სახელმწიფოზე მიაქვს შეტევა. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უწყობს ჩვენს მისწრაფებებს, ევროკავშირში ინტეგრაციას. კობახიძე მოწადინებულია და დავალება აქვს, რომ ესკალაცია რაც შეიძლება მაღალ დონეზე აიყვანოს საქართველოში“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

გარდა ამისა, მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერის გამოსვლაც შეაფასა. მან „იაფიასიანი ჭორი“ უწოდა პრემიერის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წევრი „მიზანმიმართულად მტრობს საქართველოს და არ ემსახურებიან ქვეყნის ინტერესებს“.

„ ეს არის მორიგი ჭორაობა. ეს არ არის მტკიცებულება. მეც შემიძლია ბევრი რამ ვთქვა პრემიერზე, რაც მოვისმინე ევროპასა და ამერიკაში. მტკიცებულებების გარეშე ასეთი იაფასიანი ჭორაობა მეტყველებს, თუ როგორი იაფასიანი პრემიერი გვყავს საქართველოში. ეს არის არასერიოზული. იმის ნაცვლად, რომ გამამთლიანებელი იყოს, ოპოზიციასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილებები, გამოდის და იაფასიან ჭორებს ყვება, რომელსაც არავინ დაუჯერებს“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი სასამართლოს სამართლიანობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სირცხვილია, როცა დღეს ეს მემკვიდრეობა არ გრძელდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „პრეზიდენტი უერთდება უარგუმენტო კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა, ამასთან, სირცხვილი მისი განცხადებაა და პრობლემაა, როცა არ იცი, 26 მაისს რაზე ისაუბრო“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა