7 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ბრიფინგს გამართავენ.
მის.: უზნაძის ქ.52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)
7 ივნისს, 11:00 საათზე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" „ლოლიტაში“ ბიზნესის, სასამართლოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით შრომით უფლებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
მის: ჭოველიძის 7
საკონტაქტო: კონსტანტინე შუბითიძე - 558 20 83 10
7 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „როგორ ხვდება სარესტორნო სფერო ზაფხულის ტურისტულ სეზონს - ტურისტების გაზრდილი რაოდენობა და კადრების დეფიციტი რესტორნებში. რა ზარალი მიადგა სარესტორნო სფეროს კოვიდპანდემიის დროს და როგორი მდგომარეობაა დღეს სექტორში“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
7 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
თემა: ბიზნესის განვითარება გამოწვევების დროს.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. 13
საკონტაქტო: 599 855251
7 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის დარბაზი
7 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
7 ივნისს, 12:00 საათზე, პროფკავშირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად მსვლელობა - აქციას გამართავს.
მის.: წერეთლის #117, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობა.
7 ივნისს, 14:00 საათზე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.
მის: წერეთლის 118, („ექსპო-ჯორჯიას“ მესამე საგამოფენო პავილიონი).
7 ივნისს, 15:00 საათზე, ესტონეთის ელჩთან, რიინა კალიურანდთან პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ წევრების შეხვედრა გაიმართება.
C კორპუსი, ოთახი N140
7 ივნისს, 17:00 საათზე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის" წევრების შეხვედრა გაიმართება.
C კორპუსი, ოთახი N140
7 ივნისს, 19:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აქსელერატორი Founder Institute Georgia ვორკშოპს „სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის“ გამართავს.
მის: ჭავჭავაძის გამზირი #82
7 ივნისს, 19:00 საათზე, ვასო გოძიაშვილის ბაღში, სერგო ფარაჯანოვის ბროწეულის ხე „ლელა“ დაირგვება და გაიმართება წარმოდგენა „თეთრი ანგელოზი".
მის: საირმის ქ.#67
საკონტაქტო: 555 11 42 71
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"