ანა ბუჩუკური სტუდენტების პროტესტზე - სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს

სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს, სხვანაირად მისი პოლიტიკა ვერ აიხსნება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

ანა ბუჩუკური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების პროტესტს ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

"რამდენიმე კვირაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გვესმის, თუმცა რაც არ გვესმის, არის ხელისუფლების ადეკვატური პასუხი და რეაგირება ამ პროცესის მიმართ ან თუნდაც ინტერესი. პრინციპში არაფერს განსაკუთრებულს ეს ახალგაზრდები და ეს ბავშვები არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ ელემენტარული სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნას იმისთვის, რომ სწავლის გაგრძელება შეძლონ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცდა „2020−2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, ეს დოკუმენტი დარჩა დოკუმენტად და ხელისუფლება სტუდენტებისთვის არაფერს აკეთებს.

„მთავრობის მეთაური სტუდენტებს ეუბნება, რომ ჩვენი ეკონომიკა ადუღდა, გადმოვიდა საერთოდ გაზქურიდან, თუმცა ის არ ესაუბრება იმ გაზრდილ ფასებზე, რომელიც ჩვენ სტუდენტებს განსაკუთრებულად დააწვა. არ ვგულისხმობ მხოლოდ პროდექტის გაზრდილ ფასებს, მაგალითად, ქირის ფასი, რომელიც მიმდინარე ომის პარალელურად არის კატასტროფულად გაზრდილი აღარაფერს ვამბობ ცხოვრების ფასის ზრდაზე",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მან დეპუტატებს პარტია "საქართველოსთვის" კონკრეტული გეგმა შესთავაზა.

"კონკრეტულ გამოსავალს გთავაზობთ ხელისუფლებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ხედვას. პირველი, გაგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, 2020 წლის ზაფხულში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სახელმწიფომ დაუფარა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საფასური. ასეთი სტუდენტების რაოდენობამ 15 051 შეადგინა. მანამდე კი, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება 1 588 სტუდენტს აუნაზღაურდა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სწავლის საფასურის დაფარვაზე.

მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში, გასაგებია, რომ ეს ერთ და ორ თვეში ვერ გაკეთდება, სახელმწიფომ უზრუნველყოს ღირსეული პირობების საერთო საცხოვრებლების აშენება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ ამ პროექტის განხორციეელება.

სამწუხაროდ, მე როგორც, პირველ რიგში, ახალგაზრდა ადამიანს მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს, სხვანაირად მისი პოლიტიკა ვერ აიხსნება",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა