ალეკო ელისაშვილი თავდაცვის მინისტრს - რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ? - გამაოგნებელი არხეინობაა რეზერვთან დაკავშირებით

რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ?, - აღნიშნული კითხვით საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, “ლენდ ლიზი“ ისტორიული შესაძლებლობაა.

“ძალიან იშვიათად ხდება - ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“, - მიმართა თავდაცვის მინისტრს ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, “გამაოგნებელი არხეინობაა რეზერვთან დაკავშირებით“.

გარდა ამისა, როგორც ელისაშვილმა განაცხადა, გასაძლიერებელია მოხალისეთა კომპონენტი - თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული გვარდია ტერიტორიული თავდაცვის ძალების მომზადებას ძალიან ენერგიულად უნდა ახორციელებდეს.

“იმის გათვალისწინებით, რაც 2008 წელს მოხდა, რაც ყარაბაღში მოხდა და რაც უკრაინაში მოხდა, შარშან რომ რეზერვში 800 კაცი მოვამზადეთ, ეს კატასტროფაა. ყველას პატივი, ვინც წვრთნა გაიარა, მაგრამ ასჯერ და ათასჯერ მეტად არის ძალისხმევა გასაზრდელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა მინისტრის მისამართით.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე