თურქეთის ელჩი - ჩვენი მთავარი მიზანია სხვა მეზობლების მოზიდვა და იმ ქვეყნების პატარა კავშირის შექმნა, რომელთაც სურთ ევროკავშირის ნაწილი გახდნენ

ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ნამდვილად არიან ევროპული ქვეყნები.

„ჩვენს რეგიონში თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი. მჯერა, რომ ჩვენ [თურქეთი და საქართველო] დავიმსახურეთ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ამ მოლოდინში საჭიროა ჩვენს ქვეყნებში განვავითაროთ ეს მოდელი და დავიწყოთ მისი განხორციელება. ეს პროცესი უკვე დავიწყეთ კიდეც ჩვენ ქვეყნებს შორის საზღვრების მოხსნით. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ პასპორტისა და ვიზის გარეშე გადასვლა, ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე