გიორგი ვაშაძე - გადმომაბარეთ უფლებამოსილება, დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო

გადმომაბარეთ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ ამ განცხადებით უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა უკრაინის ვიცე- პრემიერის განცხადებას, რომ საქართველოს და მოლდოვას საკითხი უკრაინასთან ერთად არ უნდა განიხილონ და აღნიშნა, რომ ეს "ქართული ოცნების" ანტიუკრაინული კამპანიის შედეგია.

"მე მაგალითად, მათ ადგილზე, პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად მხარდამხარ ვიქნებოდი ჩაბმული დიპლომატიურ სამუშაოში როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასეთ შემთხვევაში კითხვა არ დაისმებოდა რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი პირობების გარეშე. მათ აირჩიეს საპირისპირო გზა, ზელენსკიზე თავდასხმის გზა, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური გზა, სენატორების და კონგრესმენის მტრებად გამოცხადება, ამ ვითარებაში რას ელოდებით, კიდევ უკრაინამ თქვას არა, საქართველო ჩემთან ერთადო? ძალიან ცუდი, ძალიან ვწუხვარ, აი მე რომ მომცეთ შესაძლებლობა, გადმომაბარეთ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მოვიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო,"- განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე