ბაჩო დოლიძე - „ქართული ოცნება“ ემზადება ძალიან ბინძური პროპაგანდისთვის

„ქართული ოცნება“ ემზადება ძალიან ბინძური პროპაგანდისთვის და ამოცანა იქნება, რომ გატესტონ მესიჯი, „ჩვენ თუ ევროპას არ ვუნდივართ...“ და ითამაშონ საზოგადოების გარკვეულ გრძნობებზე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "ქართული ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

მისივე შეფასებით, დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელი განცხადებით გამოჩნდა საზოგადოების რეაქცია, რასაც შემდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის იდენტური განცხადება მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ემზადება ძალიან ბინძური პროპაგანდისთვის და ამოცანა იქნება, რომ გატესტონ მესიჯი, „ჩვენ თუ ევროპას არ ვუნდივართ...“ და ითამაშონ საზოგადოების გარკვეულ გრძნობებზე. ბატონი ხუნდაძის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, კარგად გამოჩნდა საზოგადოების რეაქცია. მერე მოახმარეს ცოტა ძლიერი ფიგურა, კალაძეს ვგულისხმობ, რომელმაც მთლად უარესი თქვა, რომ ევროპა, ჩვენი ყველაზე ერთ-ერთი სტრატეგიული მეგობარი, თურმე გვიბიძგებს ომისკენ და გვაშანტაჟებს, „სტატუსს არ მოგცემთ, თუ თქვენ არ ჩაერთვებით ომში.“ დავუშვათ მთელი ოპოზიცია კრიჭაში უდგას „ქართულ ოცნებას“ და ჩასაფრებულია, რომ როგორც კი, სტატუსს ვერ მიიღებს ან რაიმე ტიპის მოხდება, თავს დაესხმება ამ ხელისუფლებას, რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, ძალიან მაინტერესებს?! ყოველდღიურად, ჩვენ ვისმენთ ერთ განცხადებაზე უარეს მეორე განცხადებას“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც, რომელმაც თქვა, რომ ბრიუსელის შემდეგ, ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს.

ბაჩო დოლიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მათთვის, ყოველთვის გაუგებარი იყო.

„პრეზიდენტის იმედი არც გვქონია. ერთია, როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ მთლიანად შეტევაზეა გადასული, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი, სხვა ინსტიტუტი თუ რა, ეს სულ სხვა რამეა. ჩვენთვის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ყოველთვის გაუგებარი იყო. მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს და მისი პირველი ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ის გამოვიდა დღეს და განაცხადა, რომ ის ყველანაირ მზაობას გამოხატავდა, ჩართულიყო პროცესებში, მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი ინსტიტუტის რესურსები, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის რაღაც ნორმალიზაციისკენ წასულიყო ურთიერთობა და იქვე აღიარა, რომ მას უარი უთხრეს გარკვეულ ვიზიტებზე“, - აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს და სპეკულაციები უნდა შეჩერდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს