ელენე ხოშტარია - „დროასა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთში მიემგზავრებიან სანქციების გასამყარებლად და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს ერთიან ნებას, გავხდეთ ევროპის ნაწილი

„დროას“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიემგზავრებიან სწორედ, სანქციების გასამყარებლად და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენს ერთიან ნებას გავხდეთ ევროპის ნაწილი , - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ მოუწოდა ყველას, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.

„ღარიბაშვილისგან და რეალურად ოლიგარქ ივანიშვილისგან მოვისმინეთ ძალიან ღია, მოღალატეობრივი განცხადება - ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები. ჩვენ ვნახეთ, რომ პროცესი, რომელიც ნელ-ნელა მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება, რომ კანდიდატობა არაფერს არ ნიშნავს და ხელს კრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, ევროპულ პერსპექტივას. ეს მოულოდნელი არ არის და ჩვენ წუწუნს არ ვაპირებთ - ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას და ჯერი რეალურად, დღეს ჩვენზეა, ყველა იმ პროდასავლურ მოქალაქეზე, რომლისთვისაც ეს არის გადამწყვეტი მომენტი.

მინდა გაგაცნოთ გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ:

პირველი, ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, ორ რამეზე - სანქცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა, სასამართლო სისტემა და მთავარი პრინციპი, „კლანის“ დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტიტუტების განადგურება; პროკურატურა, ინსტრუმენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელშია, ფარცხალაძის და შოთაძის შესრულებით, სუს-ი და პოლიტიკური პოლიცია - ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები.

მეორე თემა არის ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობა ჩვენი პარტნიორებისთვის.

„დროას“და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც მიემგზავრებიან დასავლეთში ბრიუსელსა და ვაშინგტონში სწორედ, ამ ორი საკითხის გასამყარებლად - სანქციების და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენს ერთიან ნებას გავხდეთ ევროპის ნაწილი.

შემდეგი ამოცანაა ჩვენი შიდა მტკიცე და ურყევი პროტესტი. 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ყველამ ერთად, მიუხედავად, პარტიული კუთვნილებისა, უნდა ვთქვათ რომ ევროპა არის ჩვენი მომავალი. როგორც მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ სამოქალაქო ინიციატივას და ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ, რომ, 20 ივნისს ყველანი ერთად ვიყოთ. დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთადერთზე - რას ვაკეთებთ ჩვენ და ეს ამოცანა არის ძალიან მკაფიო და ძალიან კონკრეტული“ , - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია