გიგი უგულავა - უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს

მე მოვედი იმისთვის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადო „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის „შავი საქმეების ერთ-ერთი საფულეა“.

„უჩა მამაცაშვილს ცალკე არანაირი ღირებულება არ აქვს და არაფერს წარმოადგენს და არც წარმოადგენდა, გარდა იმისა, რომ ის არის საყვარელი დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის და მისი შავი საქმეების ერთ-ერთი საფულე. ის აფინანსებს ყველა იმ შავბნელ საქმეს, რასაც ღიად ჩვენი ქველმოქმედი და მეცენატი, მამა-მარჩენალი არ აკეთებს. სწორედ ამიტომ მოხვდა მას გულზე. გარდა „ქოლ-ცენტრების“ საკითხისა, შეგვიძლია მოვიკითხოთ, რა ხდება ფოთის ინდუსტრიულ ზონაში და აღმოვაჩენთ, რომ იქაც ძალიან მძლავრად არის ბატონი უჩა მამაცაშვილი წარმოდგენილი. ასევე, მინდა მოიკითხოთ უჩა მამაცაშვილი ახლა სად ბრძანდება და აღმოაჩენთ, რომ მთელი ეს პერიოდი ბატონი მამაცაშვილი იყო რუსეთში და როგორც ჩანს, აქაც ივანიშვილის ერთ-ერთ მოკავშირეს წარმოადგენს. ეს ადამიანი იმის მაგივრად, რომ დასანქცირდეს, აქეთ შეტევაზეა. დააკვირდით ივანიშვილის ტაქტიკას, გარდა იმ ცნობილი დაჭერებისა, არის კიდევ ერთი ვერაგული მეთოდი, რომელიც მათ დაგეგმეს - აქ ბევრი აქტივისტია, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება და აღმოაჩენთ, რომ მათზე 10 ათასობით უკანონო ჯარიმა აქვთ დაკისრებული - ეს არის მეთოდი, რომ ადამიანები მოახრჩონ ფინანსურად და ააღებინონ ბრძოლაზე ხელი. სწორედ ეს მეთოდია ახლა რასაც აკეთებს მამაცაშვილი, როცა 150 ათას ლარს ითხოვს მისი ღირსების შელახვისთვის და მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, უჩა მამაცაშვილის მიერ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გიგი უგულავა - უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს

მე მოვედი იმისთვის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადო „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის „შავი საქმეების ერთ-ერთი საფულეა“.

„უჩა მამაცაშვილს ცალკე არანაირი ღირებულება არ აქვს და არაფერს წარმოადგენს და არც წარმოადგენდა, გარდა იმისა, რომ ის არის საყვარელი დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის და მისი შავი საქმეების ერთ-ერთი საფულე. ის აფინანსებს ყველა იმ შავბნელ საქმეს, რასაც ღიად ჩვენი ქველმოქმედი და მეცენატი, მამა-მარჩენალი არ აკეთებს. სწორედ ამიტომ მოხვდა მას გულზე. გარდა „ქოლ-ცენტრების“ საკითხისა, შეგვიძლია მოვიკითხოთ, რა ხდება ფოთის ინდუსტრიულ ზონაში და აღმოვაჩენთ, რომ იქაც ძალიან მძლავრად არის ბატონი უჩა მამაცაშვილი წარმოდგენილი. ასევე, მინდა მოიკითხოთ უჩა მამაცაშვილი ახლა სად ბრძანდება და აღმოაჩენთ, რომ მთელი ეს პერიოდი ბატონი მამაცაშვილი იყო რუსეთში და როგორც ჩანს, აქაც ივანიშვილის ერთ-ერთ მოკავშირეს წარმოადგენს. ეს ადამიანი იმის მაგივრად, რომ დასანქცირდეს, აქეთ შეტევაზეა. დააკვირდით ივანიშვილის ტაქტიკას, გარდა იმ ცნობილი დაჭერებისა, არის კიდევ ერთი ვერაგული მეთოდი, რომელიც მათ დაგეგმეს - აქ ბევრი აქტივისტია, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება და აღმოაჩენთ, რომ მათზე 10 ათასობით უკანონო ჯარიმა აქვთ დაკისრებული - ეს არის მეთოდი, რომ ადამიანები მოახრჩონ ფინანსურად და ააღებინონ ბრძოლაზე ხელი. სწორედ ეს მეთოდია ახლა რასაც აკეთებს მამაცაშვილი, როცა 150 ათას ლარს ითხოვს მისი ღირსების შელახვისთვის და მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, უჩა მამაცაშვილის მიერ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა