დავით ბერძენიშვილი - ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ, თუ ქება ევროკავშირის ლანძღვა-გინებას მოითხოვს და 300 დეპუტატის მიწაში ჩადებას, ჩადებენ

კარგად ვხედავ, რომ რეზოლუციის შემდეგ შეფასებაში რიგში დაეწყნენ. პირველი ვეზირობა ყველას დაასწრო ირაკლი კობახიძემ, მერე აჰყვა ირაკლი ღარიბაშვილი, მერე კახა კალაძემ ყველაფერი თავზე დაიყარა და ყველაფერი იკადრა ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

პოლიტიკოსმა გადაცემაში შეაფასა ის, თუ რა განცხადებები გაკეთდა რეზოლუციასთან მიმართებაში მმართველი პარტიიდან.

კახა კალაძემ ყველაფერი თავზე დაიყარა და ყველაფერი იკადრა. კახა კალაძე ერთადერთი ელექტორალური ფიგურა ჰყავთ, თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებული მერია. დანარჩენს კი, პულსი არ ესინჯება. ნახეთ მათი რეიტინგები, ხომ ვიცით კობახიძის რეიტინგი რასაც წარმოადგენს?!“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე რეზოლუციის კონტექსტში საუბრისას უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია, რადგანაც მისმა გუნდმა ვერ მოახერხა მისი დაცვა.

„კი, ძალიან გაშოლტავდა [გუნდს]. ირაკლი ღარიბაშვილს კი, ორჯერ ორი რამდენია, უნდა ასწავლო“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმის მოლოდინშია, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

მისივე მოსაზრებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირში წევრობის მსურველთა რიცხვი ქვეყანაში თვითონ „გორბის“ გამოკითხვითაც კი, გაზრდილია.

„ყველამ უნდა ვიცოდეთ,რომ შეგვიძლია წინააღმდეგობა, შინ და გარეთ, ჭერქვეშ, ქუჩაში, ციხეში- ყველას შეგვიძლია წინააღმდეგობა. ყველას მოგვეთხოვება ვიყოთ მხნედ. ჩვენი მთავარი საკითხი რა არის? დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებისთვის, ნომერ პირველი, მეორე, მეშვიდე, ოთხმოცდამესამე ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ და ეს ქება, თუ მოითხოვს ევროკავშირის ლანძღვა-გინებას, 300 დეპუტატის მიწაში ჩადებას ჩადებენ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება უარი ვერ თქვას იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მიიღებს ევროკავშირი.

„ესენი ახლა ერთმანეთს, რომ ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარი ქლესაა“, - აღნიშნა მან.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს