ირაკლი კობახიძე - როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის

როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია - კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ფრონტის გახსნის სურვილი აქვს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არ იცის, თუმცა „ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება ვინმემ ამაში ჩაითრიოს“.

„იმიტომაა მთავრობა, პარლამენტი და ხალხმა მმართველ პარტიას ნდობა იმიტომ გამოუცხადა, რომ რესურსი, რაციონალურად განვსაჯოთ ყველაფერი, სწორედ აქაა. სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფრისთვის არაა არჩეული, ის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სიმბოლური პრეზიდენტია. მთელი პოლიტიკური რესურსი თავმოყრილია მმართველ პარტიაში და სწორედ ამ რესურსით შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, რაციონალური ანალიზის საფუძველზე. ამის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის იმის გამო, რომ კონსტიტუცია მას ამის ბერკეტებს არ ანიჭებს. ეს გამოჩნდა ბრიფინგის ტექსტშიც - რაღაცები არ გაანალიზა თუ ვერ გაანალიზა, ამის სიღრმეში ვერ შევალ. შეიძლება ვერ გაანალიზა ან არ გაანალიზა, მაგრამ ფაქტია, ანალიზს იყო მოკლებული,

გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას.

მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვება ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჰაერიდან არაფერია მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის. 40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია და ასეთ დროს ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, რა კრიტიკას უძლებს ეს. ფორმალური მთავარსარდალია, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია