პარტია „ხალხისთვის“ თბილისში დაგეგმილ ორივე დემონსტრაციას შეუერთდება

პარტია „ხალხისთვის“ თბილისში დაგეგმილ ორივე დემონსტრაციას შეუერთდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტიის ლიდერი ანა დოლიძე მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ გაჰყვებიან რუსულ დღის წესრიგს და ნუ გაიყოფიან, რადგან მისივე შეფასებით, „ეს არის მტრის დღის წესრიგი“.

„პარტიამ „ხალხისთვის“ გადავწყვიტეთ, რომ მივიდეთ ორივე დემონსტრაციაზე, რადგან რეფერენდუმის შედეგად ეს გადაწყვეტილება მიიღო ნახევარზე მეტმა ჩვენმა წევრმა და მხარდამჭერმა. ჩვენ ვარჩიეთ მხარდამჭერების და წევრების აზრის დაფიქსირების შემდგომ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. პირდაპირი დემოკრატია ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა. ეს არის მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფორმა შვეიცარიაშიც. როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში ამ ფორმას აუცილებლად შემოვიღებთ. ეს არის ნორმალური მეთოდი, როცა ხალხი თვითონ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

პარტიაში გვქონდა თათბირი, 16 და 20 ივნისის დემონსტრაციებთან დაკავშირებით. ყველა პარტია გამოვიდა და პირდაპირ გამოთქვა აზრი, თუ რომელ დემონსტრაციას შეუერთდებოდა. ჩვენ კი, ჩავატარეთ რეფერენდუმი. ამ შიდა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ 54%-მა მხარი დაუჭირა ორივე დემონსტრაციაზე მისვლას, 23%-მა პროცენტმა 20 ივნისს მისვლას, 14%-მა 16 ივნისზე მისვლას და 8%-არც ერთს. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვაქვს კითხვები როგორც ერთი მხარის მიმართ, ასევე მეორე-სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ახლა არ არის პრიორიტეტი თუ ვისთან გვაქვს ახლა პოლიტიკური თანხვედრა. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება არ ჩავებათ იმ ორპოლუსიანობაში, რომელმაც ქვეყანა გადაიყოლა.

ჩვენ უნდა გვქონდეს გონივრული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ეს საკითხი ჩვენია, ეს საკითხი რომელიც კანდიდატობას ეხება არის ჩვენი და მნიშვნელობა არ აქვს ამას ვინ დააორგანიზებს, რადგან ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ უნდა დავიკავოთ ეს ადგილი. ეს მონაპოვარი არის ყველა იმ ადამიანის, რომლის ოჯახის წევრი დაიღუპა, დაზარალდა, მსახურობდა ერაყში და ა.შ. ყველა მოქალაქის, ვინც ამისთვის ოდესღაც რაიმე გააკეთა. ნუ გავყვებით რუსულ დღის წესრიგს და ნუ გავიყოფით, რადგან ეს არის მტრის დღის წესრიგი. დღეს ისეთი მომენტია, როცა ჩვენ აუცილებლად უნდა ვიდგეთ ერთიან ქართულ ოჯახად“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი