"ლელოს" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება. ამის შესახებ სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ის 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მივა, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თარიღს საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც იმაში, რომ ვიღაცამ მიიღოს მონაწილეობა და ვერც იმაში, რომ ვიღაცამ არ მიიღოს, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება არის, რომ 20 ივნისის აქცია გამოვიყენოთ ჩვენ საზოგადოების გასაერთიანებლად. ჩემთვის მთავარია, რომ 20 ივნისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს და თავისი სათქმელი დააფიქსიროს. დღესაც იმედია, მივლენ მოქალაქეები და დააფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის კონკრეტულად 20 ივნისი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას გავრილოვის გაძევებაში საქართველოს პარლამენტიდან და შესაბამისად, მიმაჩნია 20 ივნისი არის ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური დატვირთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში დღეს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელსაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან. ამასთან, აღნიშნულ აქციას „ლელოს“ წევრებიც უერთდებიან.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს