მედია - ნიდერლანდების დაზვერვამ რუსეთის GRU-ს აგენტი გამოავლინა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეღწევას ცდილობდა

ნიდერლანდების დაზვერვამ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის GRU-ს აგენტი გამოავლინა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეღწევას ცდილობდა.

რუსმა აგენტმა ბრაზილიიდან ნიდერლანდებში სამოგზაუროდ ყალბი ბრაზილიური დოკუმენტი გამოიყენა.

მედიის ცნობით, მას სტაჟირება უნდა დაეწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წვდომა ექნებოდა საერთაშორისო სასამართლოს შენობასა და სისტემებზე.

ის ნიდერლანდებში ჩასვლისას დააკავეს და შემდეგი რეისით ბრაზილიაში გაგზავნეს.

ჰოლნდიური დაზვერვის ცნობით, რუსი აგენტი თავს ბრაზილიის მოქალაქე ვიქტორ მიულერ ფერეირად ასაღებდა, რომელიც თითქოს 1989 წლის 4 აპრილს დაიბადა. სინამდვილეში კი მისი ნამდვილი სახელი სერგეი ვლადიმროვიჩ ჩერკასოვია და ის 1985 წლის 11 სექტემბერს დაიბადა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში