კარლ ჰარცელი - ჩვენ ველოდებით, რომ ერთ კვირაში ევროპული საბჭო და წევრი სახელმწიფოები თავად დააფიქსირებენ აზრს იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გავრცელდება

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისიის დაკვნიდან ერთ კვირაში ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპის მოედანზე, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

,,მე არ შემიძლია გითხრათ, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია დასკვნას, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ მასზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ დასკვნა აუცილებლად გასაჯაროვდება. მოსაზრებები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაზე განხილული იქნება ყველა წევრ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ველოდებით, რომ ერთი კვირის თავზე ევროპული საბჭო და წევრი სახელმწიფოები თავად დააფიქსირებენ აზრს იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გავრცელდება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, კომენტარს ის მხოლოდ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს. ამასთან ჰარცელმა დასძინა, რომ აქციებს არ ესწრება ხოლმე, თუმცა პრეზიდენტისგან პერსონალური მოწვევა მიიღო.

,,ზოგადად აქციებს არ ვესწრები ხოლმე, მაგრამ პერსონალურად მომიწვია პრეზიდენტმა, რომ ამ ღონისძიებას დავსწრებოდი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში იმყოფებოდნენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება