ჰუბერტ ქნირში ევროპის მოედანზე - ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ

ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ , - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს საღამო მთლიანად ევროპას ეძღვნება და მნიშვნელოვანია, მოხდეს პროგრესი ევროპულ გზაზე.

,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე, ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკავშირს, მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და პოლიტიკური პარტიებისგან სწორად ამას მოელიან.

მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა ნაბიჯი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით, საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, საქართველოს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ევროკავშირის წევრობის გზა”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში დღევანდელი საღამო მნიშვნელოვანია და სხვა ღონისძიებები სხვა პოლიტიკურ პრობლემებთან შერეული იქნება.

,,ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს საღამო მხოლოდ ამ თემას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც ხდება. სხვა დემონსტრაციებიც თავისუფალი ნების გამოხატულებაა. ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა