გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქში მტრის ჯგუფებს დარტყმა მიაყენა

უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქის ხერსონის, კახოვკასა და ბერისლავის რაიონებში მტრის ჯგუფებს დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე.

„მტერი კოჩუბიევკას დასახლების ტერიტორიაზე დაზვერვის განხორციელებას ბრძოლით ცდილობდა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზუსტი ცეცხლით უპასუხეს და მტერმა უკან დაიხია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, სლოვიანსკის მიმართულებით ოკუპანტები კონცენტრირებულები არიან სლოვიანსკზე შეტევის გაგრძელებაზე. ისინი ატარებენ რეკოგნოსცირებას კრასნოპილიას ტერიტორიაზე, ბრძოლა გრძელდება.

„მტერი შეეცადა სოფელ ბოხოროდიჩნეზე სრული კონტროლის დამყარებას, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. ცდილობს რა შექმნას პირობები ქალაქ სლოვიანსკზე შეტევის განხორციელებისთვის, მტერი იყენებს არტილერიას დოლინას, კრასნოპილიას, დიბრივნისა და ვერნოპილას რაიონებში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინული ქვედანაყოფების წინააღდეგ საარტილერიო ცეცხლს.

„მტერმა ავიადარტყმა მიაყენა უსტინივკას დასახლებას. ბრძოლა ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დაწესებისთვის გრძელდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა ზოლოტეს დასახლების მიმართულებით და მტერმა უკან დაიხია. ამასთან, ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას ვასილივკასა და ბერესტოვის მიმართულებებით, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათ ცეცხლი გაიხსნეს და აიძულეს, უკან დაეხიათ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის