სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს საქართველო მარტო დარჩა - ხელისუფლებამ საკუთარ მიზანს მიაღწია: გაართულა ისტორიული არჩევანის რეალიზება

არ გამიკვირდება, თუ ვნახავთ საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს ევროკომისიის დასკვნაში - ძალიან იშვიათად და თითქმის არ ხდება, რომ კომისიის გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს ევროპული საბჭოს მიერ, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ყველა შემთხვევაში ევროკომისიის პოზიცია ახსნილი და დასაბუთებული იქნება.

„ევროკომისიის დასკვნა შეაფასებს ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველოს შეიძლებოდეს ჰქონდეს პრეტენზია ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. ცხადია, ჩვენი სურვილია, ევროკომისიის რეკომენდაცია იყოს, რომ ქვეყანა გახდეს კანდიდატის სტატუსის მატარებელი, თუმცა გვახსოვს არაერთი კრიტიკა, რომელიც უპასუხოდ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“. არ გამიკვირდება, თუ ვნახავთ საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს ევროკომისიის დასკვნაში. ყველა შემთხვევაში მათი პოზიცია იქნება ახსნილი და დასაბუთებული და საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ დოკუმენტიდან, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის დასასრულს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ პოზიცია, რასაც ევროკომისია დღეს დააფიქსირებს, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებისას არ იყოს გათვალისწინებული, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მსგავსი რამ რომ მოხდეს, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან სერიოზული ლობირება სჭირდება ქვეყანას.

„ძალიან იშვიათად და თითქმის არ ხდება, რომ კომისიის გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს ევროპული საბჭოს მიერ. მსგავსი რამ რომ მოხდეს, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან სერიოზული ლობირება სჭირდება ქვეყანას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს საქართველო მარტო დარჩა. საქართველოს ლობირებას ვერ უწევს ევროკავშირის ვერც ერთი სახელმწიფო იმიტომ, რომ რუსული ოლიგარქიული მმართველობისთვის რეკომენდაციის გაწევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უჭირთ. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. “ქართულმა ოცნებამ” როგორც ჩანს, მიაღწია საკუთარ მიზანს და გაართულა ჩვენი ქვეყნისთვის იმ ისტორიული არჩევანის რეალიზება, რასაც ევროპული მომავალი ჰქვია, მაგრამ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებები. თუ გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მივიღებთ იმას, რაც გვსურს, რისთვისაც ოპოზიციამ დიდი შრომა გასწია, ეს იქნება ისტორიული მიღწევა ქვეყნისთვის“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა