19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს

საქართველოს და შვედეთს კარგად ესმის ერთმანეთის, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც საქართველო, ისე შვედეთი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღებისკენ ისწრაფვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან, პეტერ ჰულთქვისტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

„შვედეთის მხრიდან ჩვენს ევროპულ მისწრაფებას და ინტეგრაციას დიდი მხარდაჭერა აქვს. რამდენიმე დღის წინ შვედეთის მთავრობამ, პარლამენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებაში, უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მიმართ ევროკავშირში განაცხადთან დაკავშირებით საკუთარი მხარდაჭერა გამოთქვა. ამასთან ერთად, ზოგადად, იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდეგ წარმოიშვა. იცით, რომ შვედეთს ნატოში წევრობაზე განაცხადი შეტანილი აქვს და ვისაუბრეთ, თუ რა რისკებს ხედავს შვედეთი საკუთარი უსაფრთხოების მიმართ. ამ კუთხით, ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია შვედეთთან. სწორედ ამიტომ, როგორც საქართველო, ისე შვედეთი ესწრაფვის, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები მივიღოთ. ამიტომაა, რომ ნატოში სწრაფი ინტეგრაცია და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, უსაფრთხოების და ეკონომიკური გარანტიების მიღება გვსურს. ვფიქრობ, ამ საკითხებზე ყველაზე კარგი ურთიერთგაგება შვედეთთან გვაქვს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა