გიორგი ხოჯევანიშვილი - დღევანდელ აქციაზე არ მივდივართ, ეს იყო შტურმის ღამე სახელმწიფო ინსტიტუციაზე

დღევანდელ აქციაზე არ მივდივართ, ეს იყო შტურმის ღამე სახელმწიფო ინსტიტუციაზე,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული გზა შტურმით პარლამენტის აღებაზე არ გადის“.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აქცია არის ერთი მხრივ პროტესტის სიმბოლო, რომელიც ობიექტურ გარემოებებზე იყო მიმართული და მეორე მხრივ, ეს იყო შტურმის ღამე სახელმწიფო ინსტიტუციაზე - პარლამენტზე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა არ გადის შტურმით პარლამენტის აღებაზე.

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციას და მიმართული არ იქნება დეპოლარიზაციისკენ, ხელს უშლის ქვეყნის ხვალინდელ ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება