პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა, რომლის წარდგენა 24 ივნისს მოხდება

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა.

როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახალი სახალხო მოძრაობა „სამშობლოს შინ ევროპაში დააბრუნებს“.

"აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია. ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინ ევროპაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი, საჯარო მოხელე, ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლი, გავერთიანდით ეროვნული მიზნით - საქართველო ევროკავშირში!“, - აღნიშნავს შოთა დიღმელაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ახალი მოძრაობის წარდგენა 24 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, ახალი მოძრაობის სათავეში ხალხი იქნება.

„2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენს წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იქნებით თქვენ, ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც ყველას გაგვაერთიანებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სამოქალაქო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა