საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის კრებაზე ჩატარდა თავმჯდომარის არჩევნები. ღია კენჭისყრის შედეგად საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნინო დევდარიანი, ემბისის დირექტორი.
ნინო დევდარიანს საქართველოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. ემბისიში 2016 წლიდან მუშობს, სადაც 2017 წლიდან იკავებს დირექტორის პოზიციას.
ნინო დევდარიანის სამუშაო გამოცდილება ასევე უკავშირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარალელურად, ნინო დევდარიანი ჩართულია აკადემიურ საქმიანობაშიც, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით. ნინო დევდარიანს აქვს Williams College-ის (აშშ) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი, არის მსოფლიო ბანკის სტიპენდიატი.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"