30.06.2025 / 09:10
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს

ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალეა საჭირო - რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა ომისთვის და მისი აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მორიგი მუქარა ლიეტუვის მიმართ, ენერგეტიკული ზეწოლის მორიგი ტალღა, რუსი ოფიციალური პირების მორიგი სიცრუე სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით სანქციების მეშვიდე პაკეტზე შესათანხმებლად არგუმენტებს წარმოადგენს.

ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ლუგანსკსა და დონეცკშია.

„უკრაინის არმია აძლიერებს თავდაცვას ლუგანსკის ოლქში, რომელიც ახლა მართლაც უმძიმესი ზონაა. ოკუპანტები სერიოზულ ზეწოლას ახდენენ დონეცკის მიმართულებაზეც. ხარკოვის ოლქში ხორციელდება სასტიკი და ცინიკური რუსული საარტილერიო დაბომბვა. რუსული არმია ყრუა ყოველგვარი რაციონალურობის მიმართ. ის უბრალოდ ანადგურებს, კლავს. სამხრეთით ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიკოლაივის რეგიონს, ჩვენს ზაპოროჟიეს და თანდათან ვათავისუფლებთ ხერსონის რეგიონს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე