ლევან ბეჟაშვილი - ვიმედოვნებთ, ვეტო იქნება დასაწყისი იმის, რომ პრეზიდენტი ბევრად უფრო თამამად და თანმიმდევრულად შეასრულებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს

ვიმედოვნებთ, ვეტო იქნება დასაწყისი იმის, რომ პრეზიდენტი ბევრად უფრო თამამად, თანმიმდევრულად შეასრულებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და არა რომელიმე პარტიის, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ინტერესებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვეტოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტი გადაწყვეტილებებში იყოს თანმიმდევრული, რადგან მისი პასუხისმგებლობაც არის სასამართლოში არსებული ვითარება.

"ვეტოს დადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კიდევ უფრო მძიმდება მოქალაქეების მდგომარეობა და ეხსნებათ სპეცსამსახურებს ხელ-ფეხი რომ მოსმენა უსასრულოდ გააგრძელონ. მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტი ვეტოებში და მის გადაწყვეტილებებში იყოს თანმიმდევრული, მათ შორის სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებაში მისი პასუხისმგებლობა მთავარი და განმსაზღვრელია, იქნება ეს იუსტიციის საბჭოს წევრების თუ მოსამართლეების წარმოდგენა, მისი გადაწყვეტილების შესაბამისად გვაქვს ვითარება, რაც არის",-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიმართ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით მოქმედებს, ამიტომ ობიექტურ არბიტრად ვერ გამოდგება.

"პრეზიდენტი არ უნდა იყოს არბიტრი პოლიტიკურ ძალებს შორის, მან უნდა შეასრულოს მისი სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური მისია. მას აქვს უფლებამოსილება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად შეასრულოს თუნდაც ორი მოთხოვნა, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, აჩვენოს დასავლელ პარტნიორებს, რომ ქვეყანა წინ მიდის და დაიწყო მოთხოვნების შესრულება. ეს შეიძლება იქნებოდა 24 ივნისს მისაღები გადაწყვეტილებისთვის განმსაზღვრელიც. სამწუხაროდ, პრეზიდენტი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით მოქმედებს, ამიტომ ობიექტურ არბიტრად ვერ გამოდგება” , - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის