დავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე იოვიტა ნელიუპშიენეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტიურ დინამიკაზე და შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

ამასთან, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ლიეტუვის ბიზნესს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.

იოვიტა ნელიუპშიენეს განცხადებით, ლიეტუვის მხარე აქტიურად მუშაობს საქართველოში სხვადასხვა სფეროს ინვესტირებისთვის, რადგან საქართველო მათთვის მიმზიდველი ქვეყანაა. მან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა