პრემიერი - დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა - კარგად ვიცით მათი გეგმების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი

დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების, სურვილების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე შეაფასა რიგი ოპოზიციონერების განცხადება, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები ჩარტერული რეისით უნდა გაეშვათ. ღარიბაშვილის თქმით, „როდესაც ერთვები სხვის ომში, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის დაწყების სურვილს“.

"ერთადერთი თეორიული შანსი, რაც ჩვენს დესტრუქციულ, რევანშისტულ ძალებს ჰქონდათ იყო ქვეყნის არევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და ომის პროვოცირება. 8 არჩევნებში წააგეს და ბოლოს, ეს გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი შემოიპარა საქართველოში ერთადერთი მიზნით, რომ მოეწყო რევოლუცია, სისხლისღვრა. ეს პირდაპირ ნიშნავდა ომის დაწყების პროვოცირებას, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ამ რისკის არ დანახვა არის დიდი უმეცრება და დანაშაული. ვიღაც მოდის და უნდა დაამხოს მთავრობა, ეს ნიშნავს დიდი უბედურების განხორციელებას და ომის დაწყებას.

საჯაროდ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად, რაზეც არ გავეცით ნებართვა და განმარტებაც გავაკეთეთ. არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ, საჯაროდ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში. როდესაც ერთვები სხვის ომში, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის დაწყების სურვილს. გვახსოვს როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს, როგორ მიატოვა ჩვენი ჯარი. ომში იბრძვიან გმირები, გულანთებული, პატრიოტი ხალხი, რომელი პოლიტიკოსი ნახეთ ომში გარდაცვლილი? ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ გმირულად, პოლიტიკოსები კი ვნახეთ მიწაზე გართხმულები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პრემიერი - დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა - კარგად ვიცით მათი გეგმების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი

დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების, სურვილების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე შეაფასა რიგი ოპოზიციონერების განცხადება, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები ჩარტერული რეისით უნდა გაეშვათ. ღარიბაშვილის თქმით, „როდესაც ერთვები სხვის ომში, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის დაწყების სურვილს“.

"ერთადერთი თეორიული შანსი, რაც ჩვენს დესტრუქციულ, რევანშისტულ ძალებს ჰქონდათ იყო ქვეყნის არევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და ომის პროვოცირება. 8 არჩევნებში წააგეს და ბოლოს, ეს გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი შემოიპარა საქართველოში ერთადერთი მიზნით, რომ მოეწყო რევოლუცია, სისხლისღვრა. ეს პირდაპირ ნიშნავდა ომის დაწყების პროვოცირებას, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ამ რისკის არ დანახვა არის დიდი უმეცრება და დანაშაული. ვიღაც მოდის და უნდა დაამხოს მთავრობა, ეს ნიშნავს დიდი უბედურების განხორციელებას და ომის დაწყებას.

საჯაროდ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად, რაზეც არ გავეცით ნებართვა და განმარტებაც გავაკეთეთ. არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ, საჯაროდ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში. როდესაც ერთვები სხვის ომში, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის დაწყების სურვილს. გვახსოვს როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს, როგორ მიატოვა ჩვენი ჯარი. ომში იბრძვიან გმირები, გულანთებული, პატრიოტი ხალხი, რომელი პოლიტიკოსი ნახეთ ომში გარდაცვლილი? ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ გმირულად, პოლიტიკოსები კი ვნახეთ მიწაზე გართხმულები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის