გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყება - რუსეთმა გერმანიას, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, გერმანიისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რაც გამოიწვევს დეფიციტს და ფასების მნიშვნელოვან ზრდას, - ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების - „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ - ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.

„თუ რუსული გაზის მიწოდება შეწყდება, ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ძალიან ცოტა გაზს ზამთრის ბოლოს ან უკვე შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში", - განუცხადა კლაუს მიულერმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს.

მიულერმა მოუწოდა მომხმარებლებს მაქსიმალურად შეამცირონ გაზის მოხმარება საკუთარ სახლებში და გააფრთხილა, რომ გადადონ ფული იმის გათვალისწინებით, რომ გათბობის გადასახადები შეიძლება გაორმაგდეს ან გასამმაგდეს კიდეც.

ივლისის შუა რიცხვებში, სარემონტო სამუშაოების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი 1“-ის მილსადენის რამდენიმედღიანი დახურვა იგეგმება. გაჩნდა შიში, რომ რუსეთმა, შესაძლოა მილსადენით გაზის მიწოდება აღარ განაახლოს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში