ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილზე - როდესაც ადამიანს ეზღუდება საკუთარ აქტივებზე წვდომა და განკარგვა, ეს არის განუცხადებელი, ფაქტობრივი სანქციები

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, როდესაც ივანიშვილს ეზღუდება საკუთარ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა, ეს შეიძლება ფაქტობრივ სანქციად ჩაითვალოს.

„ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება. ერთ-ერთ ეთერში გამოვიყენე ასეთი სიტყვათა წყობა, ფაქტობრივი სანქციები მეთქი და ეს დავასაბუთე სწორედ იმით, რომ როდესაც ადამიანს ეზღუდება საკუთარ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა, ეს არის განუცხადებელი, ფაქტობრივი სანქციები. ეს ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ის იმყოფება. ვფიქრობ, ამ დავაზე ჩვენ ამ პასუხით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ“, - განაცხადა ყიფიანმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით რთული და კომპლექსური დავა მიმდინარეობს, რაზეც შეიძლება სამართალმა იზეიმოს.

„როდესაც ჩვენი თანამოქალაქე შეჭიდებულია ამხელა გლობალურ, ფინანსურ ინსტიტუტს, ალბათ, თვითონ ეს ფაქტი განაპირობებს უფრო მეტ სოლიდარობას და მეტ თანაგრძნობას ჩვენი მხრიდან იმიტომ, რომ პირველად შეიძლება შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალმა იზეიმოს და ამ სამართლის შემქმნელი და კონკრეტული კრეატორი არის ჩვენი თანამოქალაქე და ჩვენი საზოგადოების წევრი“, - განაცხადა ყიფიანმა.

ადვოკატის თქმით, მას იოტისოდენა საფუძველიც არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია