ნინო ბურჯანაძე - დასავლეთთან დაპირისპირება უნდათ, მაგრამ ვერ ბედავენ, რომ პირველი პირები გამოვიდნენ და ილაპარაკონ, ამიტომ გამოიყვანეს სცენის გვერდიდან სხვა ადამიანები - „ქართული ოცნების“ „ტრიუკია“

''ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის წასვლა არის „ქართული „ტრიუკი“ ''.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან დაპირისპირება უნდა, მაგრამ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სანქციების ფონზე, ვერ ბედავს, რომ ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირებმა ღიად ისაუბრონ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ცოტათი მიხვდნენ იმას, რომ რაკი ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ და სანქციებიდან ბიძინა ივანიშვილის, საკუთარი თავის გადარჩენა, მთლად ყველაფერს ვერ ილაპარაკებენ, რისი თქმაც უნდათ. გახსოვთ, საუბარი იმასთან დაკავშირებით, „ფარდას ავხდით“, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ. თუ რამეზეა ფარდა ასახდელი, უნდა თქვა, საკუთარი ხალხი არ უნდა მოატყუო. ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება... ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში, ტრიუკი. მიზანი არის ის, რომ მათ დასავლეთთან დაპირისპირება უნდათ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სანქციების ფონზე, ვერ ბედავენ, რომ პირდაპირ პირველი პირები გამოვიდნენ და ეს ილაპარაკონ, ამიტომ გამოიყვანეს სცენის გვერდიდან სხვა ადამიანები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ცუდი ჰქონდა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფრის კულტივირება მოახდინა, იქნება ეს სასამართლო სისტემა, მედიაზე ზეწოლა თუ სხვა.

„ამ ხელისუფლებას, რომელმაც არაფერი შეცვალა, არამედ გააღრმავა „კლანურობა“, კორუფციაც, დაპირისპირებაც, პოლარიზაციაც, სასამართლოს მმართველობაც და ა.შ. არავითარი პრიორიტეტი არ აქვს წინა ხელისუფლებასთან შედარებით და არ აქვს მორალური უფლება, იმ ხელისუფლებაზე ილაპარაკოს. ამ ხელისუფლებას ჩინჩალაძისნაირი ადამიანები მინიმუმ სამსახურიდან უნდა გაეთავისუფლებინა, თუ ციხეში არ გაუშვებდა. როცა ხელისუფლება მორალს გადააბიჯებს, ის ქვეყანას სწორი გზით ვერ წაიყვანს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, რაიმე ტიპის მთავრობაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

„ვუერთდები მოთხოვნას, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ახლა რაიმე ტიპის მთავრობა შეიძლება შეიქმნას ვადამდელი არჩევნების გარეშე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები