კელი დეგნანი - სამუშაო, რომლის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწყობს ხელს, ასევე სარგებელს მოუტანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს

ვფიქრობ, მადრიდის სამიტი იყო ასევე შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ იმ ნაბიჯების გარშემო, რაც მან უნდა გადადგას. ბევრი მათგანი არის იგივე რეფორმები, რისი გატარებისკენაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოუწოდებენ. ასე რომ სამუშაო, რომლის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწყობს ხელს, ასევე სარგებელს მოუტანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რადგან ეს არის იგივე სახის პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია და ეს ნაჩვენები იყო სამიტზე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციის დასწრებით.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს როგორც მისი სამხედრო, ასევე პოლიტიკური სტანდარტები.

შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევაში,“ - აღნიშნა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა