კელი დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე - ძალადობა არის მიუღებელი - იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრ, ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.

„ჩვენ ამ ინფორმაციას ვსწავლობთ. არ ვიცი, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე, შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა ხდება. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ.

გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა, ძალიან პოზიტიური, სადაც ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რა მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა“,-განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია