უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი - დონბასისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ, იური საკის განცხადებით, დობნასის რეგიონში ,,თამაში არ დასრულდება“ , იმ­ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი მთელს ლუგანსკს აიღებს.

მისი თქმით, არის „სხვა დიდი ქალაქები დონბასში, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში“, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

„ეს ის ქალაქებია, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სასტიკი სარაკეტო თავდასხმების, საარტილერიო დაბომბვის სამიზნე იყო“, - აღნიშნა სპიკერმა და დასძინა, რომ ,,დონბასისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“.

საკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას დასავლელი მოკავშირეებისგან დახმარების იმედი აქვს და ქვეყანა საბოლოოდ დააგროვებს მძიმე არტილერიის და სხვა ტიპის შეიარაღების საკმარის რაოდენობას, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაათავისუფლონ მიწები.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს