„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა - შენობის ირგვლივ სპეცრაზმს ცოცხალი კედელი აქვს აღმართული

პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა.

ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაა. შენობის ირგვლივ სპეცრაზმია განთავსებული, რომელსაც ცოცხალი კედელი აქვს აღმართული და შენობის შესასვლელი სრულად გადაკეტილია.

როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“.

ამასთან, პარლამენტთან მყოფი მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს. ვადა დღეს იწურება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?