მურმან დუმბაძე - შეიძლება, გეგმა მიტინგზე დაიბადოს და იმ საღამოს ხელისუფლება გადადგეს - „სირცხვილიამ“ მიკროფონი რომ მომცეს, ცოტა მეტად წინ წავდგამ ნაბიჯს

შეიძლება გეგმა თვითონ მიტინგზე დაიბადოს უეცრად, მიტინგი ჩატარდეს და იმ საღამოს ხელისუფლება გადადგეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

დუმბაძის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ხალხი დაიღლება.

„დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც გაწერილ გეგმას გვეტყვის, შეიძლება ეს გეგმა თვითონ მიტინგზე დაიბადოს უეცრად, ხვალ მიტინგი ჩატარდეს და იმ საღამოს ხელისუფლება გადადგეს. სამეული: მოქალაქეების აქტიურობა, დასავლეთი, უკრაინაში მიმდინარე ვითარება, - სწრაფად მოიგებს უკრაინა, სწრაფად დასრულდება „ქართული ოცნება“. ეს გლობალური პროცესია, მხოლოდ რუსთაველის ქუჩის პროცესი არა.

ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მივდივართ რუსთაველზე. რადგან ბიძინა ივანიშვილს, გინდა თუ არა, ამ მიტინგით უნდა გაგდება, ეს დღეც გაუთენდება. ძალიან ვწუხვარ, რომ გინდა თუ არ გინდა, [ივანიშვილს] პანღური მოუწიოს. უფრო ძლიერი პრესინგი, მეტი აქციები. არ უნდა დავიღალოთ. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მე დამღლის, ვერ დამღლის", - განაცხადა მურმან დუმბაძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმითვე, ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს:

„სირცხვილიამ“ მიკროფონი რომ მომცეს, ცოტა მეტად წინ წავდგამ ნაბიჯს. საერთოდ, საქართველოს პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ უნდა იყოს, უნდა დატოვოს პარლამენტი. უფრო მეტიც, საკრებულოებსაც დავტოვებდი. არ შეიძლება ამ ხალხთან თანამშრომლობა და თამაში“, - აღნიშნა დუმბაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი