დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა გადადგომის შესახებ ერთდროულად განაცხადეს.
ამის მიზეზი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის, ბორის ჯონსონის ქმედებებთან უთანხმოებაა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
„საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ მთავრობა სათანადოდ, კომპეტენტურად და სერიოზულად მოიქცევა“, - ნათქვამია სუნაკის გადადგომის წერილში.
”მომავალ კვირაში ჩვენი ერთობლივად შემოთავაზებული ეკონომიკური პრეზენტაციისთვის მზადებისას, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენი მიდგომები ფუნდამენტურად ძალიან განსხვავებულია”, - დასძინა სუნაკმა წერილში.
ჯავიდმა დაწერა, რომ მისთვის „დიდი პატივი იყო ამ როლში ვიმსახურო, მაგრამ ვნანობ, რომ სინდისის ქენჯნით ვეღარ გავაგრძელებ“.
ჯავიდის თქმით, გასულ თვეში პრემიერ-მინისტრისადმი ნდობის ვოტუმის გამოცხადება "მომენტი იყო თავმდაბლობის, გამჭრიახობისა და ახალი მიმართულებისთვის".
„თუმცა, დანანებით უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათელია, ეს სიტუაცია რომ არ შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით - და ამიტომ თქვენც დაკარგეთ ჩემი ნდობა“, - წერს ჯავიდი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"