მამაკაცმა, რომელიც მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაშია ბრალდებული, დანაშაული აღიარა

მამაკაცმა, რომელიც ცნობილი მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაშია ბრალდებული, ციხიდან დანაშაული აღიარა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, ბრალდებული ჯორჯ დეჯორჯო აცხადებს, რომ სასჯელის შემცირებისა და საპატიმროში “მარტო არ წასვლის“ მოტივით, ის ჩვენებას მისცემს იმ სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჟურნალისტის მკვლელობასა და ლიკვიდაციის წინა განუხორციელებელ გეგმაში იყვნენ ჩართულნი.

ჟურნალისტის მკვლელობისთვის დეჯორჯოს 150 000 ევრო გადაუხადეს.

"ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო. დიახ, ბიზნესი, როგორც ყოველთვის!"- განუცხადა ბრალდებულმა „როიტერსს“ და მოგვიანებით აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ის მომხდარით წუხს.

აქამდე, ორივე ძმა დეჯორჯო მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფდა. მუსკატმა მკვლელობის ბრალდება 2020 წელს აღიარა და ამ და სხვა დანაშაულებზე ჩვენების სანაცვლოდ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, გამოჩენილი მალტელი გამომძიებელი ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია 2017 წლის ოქტომბერში, ცნობილი ბიზნესმენის შეკვეთით, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. მალტის ხელისუფლებამ ჯორჯ დეჯორჯოს და ორ სხვა მამაკაცს - მის ძმას ალფრედ დეჯორჯოს და მის თანამზრახველს ვინს მუსკატს - გალიციას მკვლელობაში ბრალი წაუყენა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში