შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აიღეს ევროკომისიის დოკუმენტი და იყენებენ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის

ოპოზიციის ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აიღეს ევროკომისიის დოკუმენტი და იყენებენ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის - ასე უკუღმა გაგება ევროპელობის, საქართველოს ევროპული მისწრაფების, ევროკავშირის ჩვენთან დამოკიდებულების აჩვენებს, რომ ამის უკან შეიძლება ერთადერთი რამ იყოს, რომ რამენაირად მთლიანად პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს და შესაბამისად, მათ უკვე განსაზღვრული აქვთ გრაფიკი, თუ როდის, რა კანონი უნდა ინიცირდეს და ა.შ.

„მე ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ეს რეკომენდაციები განსაზღვრა, რეკომენდაციები, რომლის პირველი პუნქტიც არის პოლარიზაციის შემცირება - პირველი, რაც გააკეთა ოპოზიციის ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აიღეს ეს დოკუმენტი და იყენებენ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ასე უკუღმა გაგება ევროპელობის, საქართველოს ევროპული მისწრაფების, ევროკავშირის ჩვენთან დამოკიდებულების აჩვენებს, რომ ამის უკან შეიძლება ერთადერთი რამ იყოს, რომ რამენაირად მთლიანად პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც უკავშირდება ამ რეკომენდაციების შესრულებას.

რაც შეეხება 12 მიმართულებას, შინაარსი განსაზღვრულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, ამიტომ ჩვენ განვსაზღვრეთ საკმაოდ ცხადი და კონკრეტული გრაფიკი, კონკრეტული თვეების მითითებით, როდის მოხდება ინიცირება, როდის მოხდება მიღება კანონის და რას ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ბოლო პერიოდი ღიად პარტიულ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენ ვთავაზობთ მათ ინკლუზიურ პროცესს, რომ შევხედოთ რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმება, ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმების პროცესს, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს უკვე შინაარსში განსაზღვრული კანონპროექტი თუ იდეა, რომელიც პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს, ანუ შეთანხმებას კი არ გვთავაზობენ დათანხმებას გვთავაზობენ, რაც არის ულტიმატუმებით საუბარი და ეწინააღმდეგება მთლიანად არსს, მათ შორის, ამ რეკომენდაციების, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი და პოლარიზაციის შემცირების მცდელობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში რიტორიკა არის ერთ-ერთი მაპოლარიზებელი ფაქტორი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ განსაზღვროს რიტორიკა და არა რიტორიკამ პოლიტიკა.

„ჩვენ არამხოლოდ გრაფიკი შევთავაზეთ, რომელიც შეეხება გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ პროცესიც, გრაფიკიც უკვე გვაქვს. ხვალ იქნება საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რომელიც სწორედ შეეხება საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტების გაძლიერების საკითხებს, ვინაიდან ესეც გახლავთ ერთ-ერთი რეკომენდაცია. მე პირადად შევხდები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ვისაუბროთ დეპოლარიზაციის საკითხზე. ფაქტია და მგონი, ყველა თანხმდება, რომ რიტორიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაპოლარიზებელი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. რიტორიკა, რომელიც მიმართულია ოპონენტის უარყოფაზე, რომელიც მიმართულია ოპონენტისთვის ლეგიტიმურობის არ აღიარებისკენ და ამიტომ ჩვენ სწორედ, ეს შეთავაზება გვაქვს, რომ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ, როგორ შეიძლება თავად ეს რიტორიკა იყოს ნაკლებად მაპოლარიზებელი, ვინაიდან პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს რიტორიკა და არა რიტორიკამ პოლიტიკა. ჩვენთან სამწუხაროდ, ის რიტორიკა, რომელიც დამკვიდრებულია ქართულ პოლიტიკაში საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს პოლიტიკაზე, ერთმანეთის მიუღებლობაზე, შეუწყნარებლობაზე და ა.შ.“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა