ხათუნა სამნიძე - პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, კონკრეტულად, რა ნაბიჯისთვის ან კომპრომისისთვის არის მზად, "ქართული ოცნება", რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი მაინც გადავდგათ, არ მომისმენია

კონკრეტულად, რა ნაბიჯისთვის ან კომპრომისისთვის არის მზად "ქართული ოცნება", რომ დეპოლარიზაციისკენ ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ, მე არ მომისმენია,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარესთან საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან "მოისმინა წიაღსვლები, რომ თურმე მულტიპარტიულ დიალოგზე ორიენტირებული პარლამენტის ქონას, არ შველის დაბალი ბარიერი".

"როგორც შეხვედრის წინაც განვაცხადე, კონკრეტული დღის წესრიგით ვიყავი შეხვედრაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა თუ არა "ქართული ოცნება", კერძოდ [პარლამენტის] სპიკერი იმის აუცილებლობას, რომ იმისთვის, რათა პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია და პროცესი იყოს ინკლუზიური, აუცილებელია კომპრომისები, ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, რისი მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის საკითხი, რომელიც ეხმიანება 12 - პუნქტიან ჩამონათვალში როგორც საარჩევნო კოდექსს, ასევე დეპოლარიზაციის საკითხს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მე ვერ დავინახე, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, ამ ნაბიჯისთვის. "ქართული ოცნება" და კერძოდ, ბატონი სპიკერი საუბრობდა იმ პროცესზე, რომელიც დაანონსა ბატონმა კობახიძემ, მაგრამ იქვე არ ჰქონდა პასუხი, რას ნიშნავს, როცა შეხვედრის წინ ბატონი კობახიძე აკეთებს რადიკალურ განცხადებას. იმ პარტიების გასაგონადაც კი, ვინც ვთვლით, რომ აუცილებელია პროცესი იყოს ინკლუზიური და მზად ვართ შევხვდეთ სპიკერს, რადიკალურ განცხადებებს აკეთებს. გავუმეორე, რომ ვერ მიაღწევს "ქართული ოცნება" იმას, რომ ყველა პარტიისკენ გაიშვიროს ხელი, ერთ კალათაში ჩასვას ყველა და რადიკალური ოპოზიცია გვეძახოს, მიუხედავად ამ ვითარებისა, რომ "ქართული ოცნება" მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვლაპარაკობ, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მცდელობა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი დაარწმუნებს "ქართულ ოცნებას", რომ კომპრომისის და თანამშრომლობის გარეშე, ეს პროცესი ვერ იქნება ინკლუზიური",- განაცხადა სამნიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები