პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რაც თავის მხრივ ევროკომისიის 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ნაწილია.

სამუშაო შეხვედრას დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

შეხვედრა 14:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ პროცესში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს, კერძოდ, პროცესებში მონაწილეობის მზაობა გამოთქვეს "გირჩმა", "მოქალაქეებმა", პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატებმა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი სასამართლო რეფორმის ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში