რამაზ საყვარელიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების გასვლაზე - მეეჭვება, რომ ეს შემთხვევითი პროცესი იყოს - შეიძლება „ქართული ოცნების“ წიაღში რაღაც კონტურები ჩნდება

მეეჭვება, რომ ეს შემთხვევითი პროცესი იყოს, - „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ასე შეაფასა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „ქართული ოცნებიდან“ 3 პარლამენტარის, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის წასვლა, რომელთაც დღეს საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საკრებულოს წევრიც შეუერთდა.

საყვარელიძის თქმით, შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ „რაღაც კონტურები ჩნდება“.

„ისინი, ვინც ახლა [„ქართული ოცნებიდან“] გავიდნენ, არ ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ არიან ადამიანები, რომელთაც მწვავე რეაქცია ექნებოდათ კელი დეგნანის წერილზე ან უცხოელების სხვა საქციელზე. შეიძლება „ქართული ოცნების“ წიაღში რაღაც კონტურები ჩნდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ მე-4 გამარჯვებისთვის უნდა ჩაებას, რაც ძალიან იშვიათია. იქამდე 2 წელია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ გაჩნდნენ „ოცნებისტი“ ისეთი ჯგუფები, რომელთაც „ოცნება“ არ ერქმევა. ამას იმ ვერსიის ფარგლებში ვვარაუდობ, თუ ეს ჩაფიქრებული პროცესია, რათა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ჯგუფი. ისედაც ვიცით, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს სხვა სახელით მოქმედებს, რეალურად „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გამოყოფილი. კრიტიკულ შემთხვევებში ისინი ამას ამჟღავნებენ კიდევაც. ანალოგიური პროცესი შეიძლება იყოს აქაც“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს