მეუფე იაკობი - ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს!

ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტის წევრის მაიკ გალერის განცხადებას, რაც ქვეყანაში დეოლიგარქიზაციას უკავშირდება.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ევროპას ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოსთვის, მისივე თქმით, ევროპა დეოლიგარქიზაციაში სხვა რაღაცას გულისხმობს, კერძოდ, ისეთი კანონების მიღებას, რომ პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო.

„ შეხედეთ ამერიკაში, სოროსი ავიღოთ. სორისი ხომ აფინანსებდა მაქარაშვილის... სოროსს ვინ ეკითხება, ამერიკელი მილიარდერია და ჩემ ქვეყანაში ვინ ეკითხება? მე ამერიკელმა მითხრა ევროპელ დეპუტატზე, რომ რასამ არასწორად თქვა, დეოლიგარქიზაცია სულ სხვას გულისხმობსო. ისეთი კანონები უნდა მიიღოთ ეკონომიკაში, რომ შენი პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო. ეს უტვინო ოპოზიცია, ვინც მაგას იძახის ბაზარში არ უნდა დააყენო. არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? საქართველოსთვის რა გაუკეთებია? მე არ ვეთანხმები. ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენმა ტელევიზიამ, ან მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. შემდეგ მელაპარაკეთ. ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ გვინდა, რომ სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ უსამართოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ “მთავარ არხთან” ინტერვიუში ოლიგარქიზაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “თუ ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან”. გალერის თქმით, მთავარი პრობლემა სიტყვა ოლიგარქის განმარტება კი არა, არამედ სხვა რამეა. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც იყენებს თავის გავლენას მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი თანამდებობა არ უკავია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია