გიორგი ვაშაძე - ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ "ქართულ ოცნებას" დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში - რა თქვეს, კიდევ არ გვესმისო?

ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ "ქართულ ოცნებას" დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში, ახლა მაინტერესებს, ეს სახელი და გვარი რომ გაიგეს, რა თქვეს, კიდევ არ გვესმისო?!- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში დეოლიგარქიაზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანობით უნდა განაგრძოს მოქმედება.

"საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უპრეცედენტო ერთიანობით უნდა გავაგრძელოთ მოქმედება, რომელიც გვაქვს რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით. უნდა გავაგრძელოთ საკანონმდებლო აქტების შემუშავება, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან სრულ თანხვედრაში ყოფნა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, სექტემბრიდან მასობრივი საერთო ეროვნული მოძრაობის დაწყება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ მივიდეთ გამარჯვებამდე. გამარჯვება არის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელსაც ჩვენ "ქართული ოცნების"," ქართული ოცნება 2-" ის, ან გამიჯნულ-შემიჯნულების ხელით ვერასდროს მივიღებთ. უნდა მოვუსმინოთ დასავლელ პარტნიორებს და გავითვალისწინოთ ყველა მათი რჩევა”,- აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება „დიდი დეოლიგარქიზაციის“ შედეგად მოხდება.

„რაც შეეხება გვარამიას და სააკაშვილს, დიდი დეოლიგარქიზაციის პროცესის შედეგად, როცა საბოლოოდ დეპოლარიზება მოხდება ქვეყანაში, მოხდება მათი გათავისუფლება", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში განცხადებები გაკეთდა.

"თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს "დებიძინიზაციას" ან "დეივანიშვილიზაციას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით კი, ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო და ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს